მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სტუმარი: გიორგი ჩერქეზიშვილი - #წერტილი თელარა გელანტიასთან ერთად - 24.02.2023

BM.GE
24.02.23 21:59
304
მწვანე ეკონომიკის განვითარების ინიციატივები, სამთო მრეწველობის შესაძლებლობები და გამოწვევები, საქართველოს განათლების სისტემის ინტერნაციონალიზაცია, შავი ზღვის პლატფორმის ფარგლებში თანამშრომლობის საკითხები და შუა დერეფნის სატრანზიტო მარშრუტის განვითარების მიმართულებები - ეს ის ძირითადი საკითხებია, რომლებიც გუშინ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით გამართულ ინვესტორთა საბჭოს მე-19 სხდომაზე განიხილეს. 

„ჩვენ ამ საკითხების ძალიან პროფესიულად და არგუმენტირებულად დაყენებას ვცდილობთ. ასოციაციებმა რამდენიმე საკითხი დავაყენეთ, ბევრზე პასუხი იქვე მივიღეთ, რამდენიმეზე კი პრემიერი შეგვპირდა, რომ დაგვიბრუნდება პასუხით და ეს კომუნიკაცია მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება, რაც შეიძლება მეტად განვითარდეს ბიზნესი. ჩვენ არაარგუმენტირებული პოზიციით არასდროს მოვსულვართ, ყოველთვის რაც გვაწუხებს, ვამბობთ ღიად” - განაცხადა სხდომის შემდეგ საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ, რომელსაც მოხსენება სამთო ინდუსტრიის შესაძლებლობებსა და გამოწვევებზე ჰქონდა. 

„ვისაუბრეთ ეკონომიკური თემატიკის მთელ სპექტრზე, შუა დერეფანზე და განახლებადი ენერგიის მიმართულებით ინვესტიციებზე, ასევე ქვეყნის ეკონომიკურ ზრდასა და იმ ბარიერების მოხსნაზე, რომელიც ამჟამად აწუხებს ბიზნესს და გამოსწორებადია“, - თქვა ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის რეგიონულმა დირექტორმა კავკასიაში კატარინ ბიორლინ ჰანსენმა, რომელიც ასევე სხდომას ესწრებოდა.

სტუმარი: გიორგი ჩერქეზიშვილი - ინვესტორთა საბჭოს მდივანი;
თელარა გელანტია - BM.ge-is მთავარი რედაქტორი; „წერტილი“- ავტორი & წამყვანი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები