მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სტუმრად ჩუბეხევში" - "ნენსკრა ჰიდროს" კამპანია ტურიზმის პოპულარიზაციისთვის

5d87801499b26
ნუცა ბაზლიძე
22.09.19 18:02
1029
„სტუმრად ჩუბეხევში“ - ასე ჰქვია სს „ნენსკრა ჰიდროს“ საინფორმაციო კამპანიას, რომელიც ინვესტორმა კომპანიამ ტურიზმის მხარდასაჭერად „გაატარე ზაფხული საქართველოში“-ს ფარგლებში 2019 წლის ივლისიდან დაიწყო.

როგორც „საქმიან დილაში“ სს „ნენსკრა ჰიდროს“ საზოგადოებასთან ურთიერთობის ოფიცერმა ირინე პეტრიაშვილმა განაცხადა, კამპანიის ფარგლებში, მათ აქტიურად იმუშავეს სვანეთში მდებარე ჩუბეხევის, კონკრეტულად კი, ჭუბერისა და ნაკრას ხეობების ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციისთვის, რისთვისაც მედიასაშუალებების წარმომადგენლები აღნიშნულ ლოკაციებზე მიიწვიეს.

პროექტის ფარგლებში შეიქმნა სპეციალური ფეისბუქ გვერდი .

ასევე, იგეგმება ვებ-გვერდის ამუშავება, რომელიც იქნება ორენოვანი და გათვლა უცხოელი ტურისტების მოზიდვაზეც ექნება.

სს „ნენსკრა ჰიდროს“ საზოგადოებასთან ურთიერთობის ოფიცერი განმარტავს, რომ მსგავსი პროექტის წარმატებისთვის, ლამაზ ბუნებასთან ერთად საჭიროა განვითარებული ინფრასტრუქტურაც, რა მხრივაც პროგრესი შესამჩნევია.

„შენდება ხიდები და გზები. ასევე, ხორციელდება არაერთი პროექტი, რომლებიც პირდაპირ თუ ირიბად დაკავშირებულია ტერიტორიების კეთილმოწყობასთან. 2019 წლის აგვისტოში გაიხსნა განახლებული ამბულატორიის შენობა. ასევე, აღსანიშნავია ე.წ მექანიზაციის პროექტი, რომელიც მძიმე ტექნიკით დახმარებას ითვალისწინებს. ეს სამუშაოები გავლენას ახდენს როგორც ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობაზე, ასევე ტურისტთა კომფორტზე. შედეგებს გრძნობენ ადგილობრივი მაცხოვრებლებიც, რომლებიც თვლიან, რომ მზად არიან მიიღონ მეტი სტუმარი“, - ამბობს ირა პეტრიაშვილი.

ცნობისთვის: ამჟამად ნენსკრასა და ნაკრას ხეობებში ჯამურად 20-ზე მეტი საოჯახო ტიპის სასტუმრო ფუნქციონირებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები