მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„სტუმრებს ვეუბნები, რომ ჩემები მაგრები არიან და კოვიდი არ შეხვდებათ?“ - გასართობი ცენტრი "მწვანე პასპორტზე"

618fda0b95f1d
თათია ჩაფიჩაძე
13.11.21 19:37
2201
ბავშვთა გასართობი ცენტრების დამფუძნებელი გიორგი მთიულიშვილი „მწვანე ბარათებთან“ დაკავშირებით საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებას აკრიტიკებს და ამბობს, რომ ე.წ. მწვანე პასპორტების მხოლოდ სტუმრებზე დაშვება არაეთიკურია.

გიორგი მთიულიშვილი BM.GE-სთან საუბრისას აცხადებს, რომ გამოცხადებული რეგულაციები ქვეყანაში ინფიცირებულების შემცირებას და პანდემიის დასრულებას არ ემსახურება და ცვლილებებს საჭიროებს.

„არანაირი შეხვედრა დაანონსებული მწვანე პასპორტების თემაზე არ ყოფილა და არეულობა შემოიტანა ამან. რატომ ვქმნით ასეთ შეზღუდვებს - იმიტომ, რომ გარდაცვლილები არ გვყავდეს თუ იმიტომ, რომ შეზღუდვა შეზღუდვისთვის იყოს? თან გვეუბნებიან, რომ თანამშრომლები შეგიძლიათ გყავდეთ არავაქცინირებულები, ეს არ არის პრობლემაო, მაგრამ მომხმარებელი, რომ შემოვა იმას პასპორტი უნდა ჰქონდესო. არ მყავს ყველა თანამშრომელი აცრილი, შემოვიდა მომხმარებელი და მეუბნება მაქვს „მწვანე პასპორტი“ და შენი თანამშრომლის მაჩვენე, მე კიდევ ვალდებულება არ მაქვს რომ აცრილები იყვნენ. ასეთ დროს რას ვეუბნები - ჩემები მაგრები არიან და არ შეხვდებათ-თქო? ამავდროულად გვეუბნებიან, რომ ტრანსპორტში შეგიძლიათ ახვიდეთ, მაგრამ ღია კაფეში პასპორტი გჭირდებათო. მგონი აბსურდის თეორიებიდან უნდა გამოვიდეთ და ისეთ ქმედით ნაბიჯზე გადავიდეთ, რომელიც რეალურად ქვეყანაში პანდემიას დაასრულებს. იმედია, განმარტებებს მოგვცემენ ან შეცვლიან“, - აცხადებს მთიულიშვილი.

ცნობისთვის, უწყებათშორისო საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით ე.წ. მწვანე პასპორტების წარდგენის ვალდებულება სხვადასხვა ობიექტებზე შესვლისას მხოლოდ სტუმრებს ეხებათ და იგივე პირობა ადგილზე დასაქმებულებისთვის არ მოქმედებს. ამასთან დაკავშირებით ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ პარლამენტში დეპუტატების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განმარტა, რომ ამ საკითხს იანვრიდან სხვაგვარად უნდა მივუდგეთ და „მწვანე პასპორტის“ მოთხოვნების გაფართოებას რაც შეეხება, ის შესაძლოა როგორც მომხმარებელს, ასევე დასაქმებულს თანაბრად შეეხოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები