მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სუბსიდირების ფასები შიდა ფრენებზე გადასახედია - "აკეარ ჯორჯია"

ვანილა

შიდა ფრენების ოპერატორი, "აკეარ ჯორჯია" მიიჩნევს, რომ შიდა ფრენებზე სუბსიდირების ფასები უნდა გადაიხედოს.

BMGTV-ის გადაცემაში "საქმიანი დილა" “აკეარ ჯორჯიას” ფინანსურმა და ადმინისტრაციულმა მენეჯერმა ირინა მღებრიშვილმა განაცხადა, რომ შემოსავლის მკვეთრი კლების პირობებში, გაორმაგდა ტექნიკური მომსახურების ხარჯი. ამიტომ, სახელმწიფოს სუბსიდირების მიუხედავად, კომპანია ზარალზე მუშაობს.

"დღეს, ჩვენ დავფრინავთ 2018 წლის ფასებით, რაც ნიშნავს, რომ აუცილებლად გადასახედია. 2022 წლის შემოდგომაზე დამთავრდა ძირითადი ხელშეკრულების პერიოდი, მაგრამ პანდემიის გამოძახილიდან გამომდინარე ძალიან დიდი რესურსი დარჩა აუთვისებელი. კომპანიამ თავისი კომერციული წინადადება გააკეთა რამდენ რეისს შეასრულებდა რა შემოსავალს მიიღებდა 4 წლის განმავლობაში. აღმოჩნდა ისე, რომ შემოსავლის მკვეთრი კლების პირობებში, გაორმაგდა ტექნიკური მომსახურების ხარჯი, სტაფი ავიაციაში არ არის მარტივი მოსაძებნი ამიტომ კომპანიამ შეინარჩუნა ყველა მაღალკვალიფიციური პერსონალი", - განაცხადა მღებრიშვილმა.

შეგახსენებთ, პრემიერის განკარგულებით, შიდა ფრენების ხელშეკრულება კიდევ ერთხელ, ამჯერად 3 თვით გახანგრძლივდა. 1 მარტს გამოცემული განკარგულების მიხედვით, კომპანიებს, რომლებიც შიდა ფრენებს ახორციელებენ უფლება 31 მაისის ჩათვლით ექნებათ.

აღსანიშნავია, რომ შიდა ფრენების უმეტესობას, რომელსაც მთავრობა ასუბსიდირებს, AK-Air Georgia ემსახურება. ავიაკომპანიამ ტენდერში 2018 წელს გაიმარჯვა, ამის შედეგ ახალი ტენდერი არ გამოცხადებულა და მისი ვადა რამდენჯერმე გახანგრძლივდა. ასევე თბილისი-ბათუმის შიდა ავიარეისს ამჟამად „ჯეო სქაი“ ასრულებს.

შიდა ფრენების სუბსიდირებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2023 წელს 8 მლნ ლარი გამოიყო.

AK-Air Georgia ახალი ტენდერის გამოცხადებას პოსტ პანდემიური პერიოდიდან ითხოვს იმ მოტივით, რომ ძველ ხელშეკრულებაში გაწერილი ტარიფები რეალობას არ შეესაბამება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები