მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„სუბსიდირებული თხილი“ - მთავრობა ₾20 მილიონს მომავალ წელსაც გამოყოფს

საქართველოს მთავრობა თხილის სექტორს მომავალ წელსაც დაასუბსიდირებს. ფერმერები თხილის ხარისხიანი მოსავლის მისაღებად, ფინანსური მხარდაჭერის სახით ჯამში 20 მილიონ ლარს მიიღებენ. თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამა თხილის მოვლა-მოყვანისთვის საჭირო აგროქიმიკატებისა და პესტიციდების ღირებულების სუბსიდირებას ითვალისწინებს. ამ მიზნით, ფერმერები, რომელთაც საკუთრებაში ან/და ფაქტობრივ მფლობელობაში აქვთ თხილის ბაღი, არანაკლებ 0.2 ჰა და არაუმეტეს 3 ჰა სახელმწიფოსგან ჰექტარზე 500 ლარიან დახმარებას მიიღებენ.

პროგრამაში ჩართულ პირებზე სუბსიდია გაიცემა ლიბერთი ბანკის აგრობარათზე შესაბამისი ქულების დარიცხვით, რომელთა განაღდებას საქართველოს მასშტაბით 500-ზე მეტ სპეციალიზებულ აგრომაღაზიაში შეძლებენ. სუბსიდირების პროგრამა გასული წლის ნოემბერში დაიწყო. მიმდინარე წელს ფერმერებმა დაახლოებით 21 მლნ ლარის დახმარება მიიღეს. რატომ დადგა სუბსიდირების პროგრამის გაგრძელების საჭიროება დღის წესრიგში და რამდენად მიზნობრივად იქნა გამოყენებული წელს პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი ფინანსური დახმარება.

სტუმარი: მერაბ ჭითანავა - "თხილის მწარმოებელთა ასოციაციის" აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები