მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სუდანში მყოფი ქართველები ეგვიპტის საზღვარზე არიან, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება - MFA

6447766e30022
ინგა მურუსიძე
25.04.23 10:59
434
საქართველოს მოქალაქეების სუდანიდან ევაკუაციის პირველი ეტაპი დასრულდა, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ღვთისიაშვილმა განაცხადა.

"საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც სუდანის დედაქალაქ ხართუმში იმყოფებოდნენ, გადაყვანილი არიან სუდან-ეგვიპტის საზღვარზე, ნეიტრალურ ზონაში. მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. უახლოეს პერიოდში მოხდება მათი ეგვიპტეში გადაყვანა და საქართველოში გამომგზავრება", - განაცხადა ღვთისიაშვილმა.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, სუდანში 30-მდე ქართველი იმყოფება. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები