მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სუფრის ყურძენი ექსპორტზე წელს პირველად გავა

BM.GE
27.09.22 13:41
366
საქართველოში სუფრის ყურძენი ძვირდება. EastFruit-ის ანალიტიკოსების კვლევით, თეთრ ყურძენზე საშუალო საბითუმო ფასი კილოგრამზე 1,70 ლარს, ხოლო წითელი ყურძნის შემთხვევაში 2,00 ლარს შეადგენს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ წლიური ფასის ზრდა 10-30%-ია. 

აქამდე, მაღალი ფასების რეკორდი 2021 წელს დაფიქსირდა. გარდა იმისა, რომ საქართველოში ხილის, თხილისა და ბოსტნეულის მწარმოებლები ხშირად აფიქსირებენ წარმოებისა და მოვლის ხარჯების ზრდას, ბაზრის კვლევამ სუფრის ყურძნის ბიზნესში გარკვეული სპეციფიკური განვითარება გამოავლინა. საცალო ქსელები ყოველწლიურად სულ უფრო მეტ სუფრის ყურძენს ითხოვენ, რადგან ეს სექტორი სწრაფად ვითარდება. 

სტუმარი: ლაშა ჯინჭარაძე -"Sartichala Vineyard Management"-ის პარტნიორი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები