მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სუფსის ნავთობგადამამუშავებელ კომპლექსში ნავთობპროდუქტების წარმადობა 5 მილიონ ტონამდე იქნება

57ef92473fff3
BM.GE
01.10.16 14:34
2650
ქართულ-ირანული კომპანია Geopars-ი სუფსაში ნავთობგადამამუშავებელ კომპლექსს ააშენებს. კომპანიას შესაბამისი საინვესტიციო ვალდებულებების შესრულების სანაცვლოდ, სოფელ სუფსაში მდებარე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი გადაეცა. პრივატიზაციის ხელშეკრულება, Geopars-სა და სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს შორის გაფორმდა - თემაზე ’’ბიზნესკონტრაქტთან“ პროექტის მენეჯერი ირაკლი გიორგობიანი საუბრობს.

-ბატონო ირაკლი, როდიდან გაჩნდა სუფსაში ნავთობგადამამუშავებელი კომპლექსის აშენების იდეა და როგორ მიდიოდა პროექტის დამუშავების ფაზა?

-იდეა დიდი ხნის წინ გაჩნდა და მას ხელს უწყობს, საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა. მოხარულები ვართ, რომ საშუალება მოგვეცა ფართო საზოგადოებისთვის გაგვესაჯეროვებინა ჩვენი იდეის დაწყება. იდეა ჩვენი აზრით, ჩვენი ქვეყნასა და მისი ეკონომიკის განვითარებას ძალიან წაადგება.

-ვიცით, რომ პროექტს ქართულ-ირანული კომპანია ახორციელებს და რას გვეტყოდით ამ კომპანიის შესახებ?

-სულ ახლახან შეიქმნა ქართულ-ირანული საწარმო Geopars-ი, რომლის პარტნიორები ირანული მხრიდან ირანის უმსხვილესი ჰოლდინგური კომპანიაა, რომლის კაპიტალიზაციაც ირანის საფონდო ბირჟაზე ყველაზე დიდია, ის ამ პროექტის სტრატეგიული ინვესტორია და ასევე ქართული მხარის ’’ფრიონა კომერსის“ მიერ, რომელსაც ნავთობპროდუქტებით ვაჭრობისა და შესაბამისი წარმოების მართვის მრავალწლიანი გამოცდილება გააჩნია. წინასწარ გაკეთებული განცხადებით პროექტის საინვესტიციო ღირებულება არა ნაკლებ 1,5 მილიონი დოლარი იქნება.

თანხა მოხმარდება, როგორც მიწის სამუშაოებს, ასევე ტექნოლოგიების იმპორტს და ლოჯისტიკური ცენტრის მშენებლობას.

-პროექტი რა რაოდენობის ნავთობზეა გათვლილი?

-ამ საწარმოს ნავთობპროდუქტების წარმადობა 5 მილიონ ტონამდე იქნება, რაც ფაქტიურად სრულად უზრუნველყოფს არა მარტო ადგილობრივ მოხმარებას, არამედ სტაბილურად მიაწვდის რეგიონალურ და საერთაშორისო ბაზრებს. ნედლ ნავთობს რაც შეეხება, რომელიც მსგავსი საწარმოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მის უზრუნველყოფასა განახორციელებს და პროექტის ლოგისტიკური პარტნიორი ირანის უმსხვილესი ნაციონალური სატანკერო კომპანია იქნება. ნავთობი მოწოდებული იქნება მსოფლიოში სიდიდით მეხუთე ნავთობსაბადოდან.

-როგორ, რა გზით?

-ჩვენდა საბედნიეროდ, პირველ ეტაპზე ზღვის საშუალებით. ასევე მოგეხსენებათ, რომ აქტიურად მიმდინარეობს აზერბაიჯანსა და ირანს შორის სარკინიგზო მიმოსვლის მშენებლობაზე საუბარი.

-როდიდან დაიწყება ნავთობგადამამუშავებელ კომპლექსის მშენებლობა?

-ჩვენ უკვე აქტიურ ფაზაში გადავედით, რაც იმას გულისხმობს, რომ წინა საპროექტო სამუშაოებს ვიწყებთ, მათ შორის გარემოზე ზემოქმედების რისკების შეფასებას, რასაც ჩვენ საკმაოდ პასუხისმგებლობით ვეკიდებით, რადგან ჩვენთვის მნიშვნელოვანია საზოგადოებამ იცოდეს, რომ გარემოზე ზემოქმედების რისკები მინიმუმამდე იქნება დაყვანილი. ამის გასაჯაროებასაც მოვახდენთ და მერე უკვე მშენებლობის აქტიურ ფაზაში გადავალთ.

-თქვენ აღნიშნეთ, რომ თავდაპირველად ზღვით მიიღებთ ტანკერებს და დღეს არის ამის შესაძლებლობა?

-სწორედ ამიტომ იქნა სუფსა შერჩეული. ლოჯისტიკურ ცენტრს ზღვასთან წვდომა ექნება და ბუნებრივი რესურსები ამის საშუალება გვაძლევს, ზღვის დონის სიღრმეებია ამ დროს მნიშვნელოვანი და მისი ლოკაცია სწორედ აქედან გამომდინარე იქნა შერჩეული. სუფსაში ასევე ნავთობსაცავი არის განთავსებული, საიდანაც ნედლი ნავთობის რეალიზაცია ხდება ასევე ზღვით. ამ შემთხვევაში ჩვენ ნედლ ნავთობს ირანის საბადოდან მოვიტანთ და შემდეგ უკვე წარმოებული პროდუქციის რეალიზაციასაც ასევე ზღვით ვუზრუნველყობთ.

პროექტის განხორციელების შედეგად, 800 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება, თუმცა მშენებლობის პროცესში ვფიქრობთ, რომ ეს ციფრი გაცილებით მაღალი იქნება, ხოლო ოპერირების ნაწილში 800 ადამიანი იგულისხმება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები