მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სუფსის შემთხვევაში მუშაობა მიმდინარეობს, რათა შუა აზიის ქვეყნების ნავთობის ტრანსპორტირება მოხდეს - მინისტრი

ლევან დავითაშვილი

ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ აზერბაიჯანმა და საქართველომ ერთობლივად უნდა იმუშაონ იმისთვის, რომ ბაქო-სუფსის მილსადენით შუა აზიის ქვეყნების ნავთობის ტრანსპორტირებაც მოხდეს. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, დღეის მდგომარეობით მილსადენი სრული დატვირთვით ვერ მუშაობს. ოფიციალური სტატისტიკა აჩვენებს, რომ 2023 წელს მილსადენი მხოლოდ ერთი თვე მუშაობდა და დასავლეთ მარშრუტის საექსპორტო მილსადენით [WREP] ჯამში მხოლოდ 100 ათასი ტონა ნავთობი გადაიზიდა.

"სუფსის შემთხვევაში ნავთობსადენის უფრო მეტად დატვირთვაზე მიმდინარეობს მუშაობა. დღეს მისი სრულად უტილიზაცია ვერ ხდება და აქ საუბარია იმაზე, რომ ერთობლივად ვიმუშაოთ არა მხოლოდ აზერბაიჯანული ნავთობის, არამედ შუა აზიის ქვეყნების ნავთობის საქართველოში გატარებაზე. ეს იქნება ერთ-ერთი ალტერნატივა იგივე სარკინიგზო გადაზიდვებთან ერთად. ეს იქნება საქართველოსთვის და აზერბაიჯანისთვის დამატებითი შემოსავალი", - განაცხადა დავითაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები