მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სუფსის ტერმინალის გარდა ყველა ნავსადგურს ტვირთების მოცულობა შეუმცირდა

5be1304c442cd
თამუნა დემეტრაშვილი
06.11.18 10:27
2758
სუფსის საზღვაო ტერმინალის გარდა, ყველა ნავსადგურს ტვირთების მოცულობა შეუმცირდა. ეკონომიკის სამინისტროს მონაცემების მიხედვით, მიმდინარე წლის 9 თვეში სუფსის ტერმინალში 2,8 მილიონი ტონა ტვირთი გადამუშავდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 100 ათასი ტონით მეტია. 300 ათასი ტონით შეუმცირდა დატვირთვა ყულევის ტერმინალს, გადამუშავებული ტვირთის მოცულობამ 9 თვეში 1 მილიონი ტონა შეადგინა. 400 ათასი ტონით, -3,1 მილიონი ტონიდან, 2,8 მილიონ ტონამდე შეუმცირდა ტვირთი ბათუმის საზღვაო ნავსადგურს. რაც შეეხება ფოთის ნავსადგურს, მიმდინარე წლის 9 თვეში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ტვირთები აქაც შემცირებულია-5 მილიონი ტონიდან 4,6 მილიონ ტონამდე. მთლიანობაში, საზღვაო ტერმინალებსა და ნავსადგურებში გადამუშავებულმა ტვირთებმა მიმდინარე წლის 9 თვეში 11,2 მილიონი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 900 ათასი ტონით ნაკლებია. ბოლო წლების ტენდენციაც ასევე კლებადია- 2015 წელს ამ მიმართულებით 19,2 მილიონი ტონა ტვირთი გადაიზიდა, 2016 წელს-17,6 მილიონი ტონა, ხოლო 2017 წელს კი 16,3 მილიონი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები