მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სულ 3 დიდი ჰესის აშენება შეგვიძლია. აუცილებელია, "ხუდონი", "ნამახვანი" და "ნენსკრა" აშენდეს - გიორგი აბრამიშვილი

ნენსკრა

Energy Solutions-ის მმართველი პარტნიორი გიორგი აბრამიშვილი ამბობს, რომ ქვეყნის ელექტროსისტემის სტაბილურობისთვის სამი მსხვილი ჰიდროელექტროსადგურის: "ხუდონის", "ნამახვანის" და "ნენსკრას" აშენება მნიშვნელოვანია.

როგორც მან BMGDRIVE-ის ეთერში განაცხადა, ელექტროსისტემის სტაბილურად მუშაობისთვის სხვადასხვა ტიპის სადგურები გვჭირდება. მსხვილ, რეზერვუარიან ელექტროსადგურებს კი დამბალანსებლის ფუნქცია აქვთ.

"მსხვილი სადგურების გარეშე შეუძლებელია, რომ სისტემამ სტაბილურად იმუშაოს და მათ შორის, მზის და ქარის ინტეგრაცია მოხდეს. ახლა ძირითადად ამ ფუნქციას ენგური ასრულებს ჩვენს ქვეყანაში. სულ სამი დიდი სადგურის აშენება შეგვიძლია, ესაა ხუდონი, ნამახვანი და ნენსკრა. რესურსი ლიმიტირებულია, რაც არ უნდა გვინდოდეს ამ ზომის სადგურს მეტს ვერ ავაშენებთ. ეს რესურსი აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ. აუცილებელია, რომ ეს სადგურები აშენდეს. უბრალოდ, მაღალი სტანდარტებით უნდა აშენდეს, გარემოზე ზემოქმედების ბევრი შემარბილებელი ღონისძიება უნდა იყოს და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ჩვენს ქვეყანას ბევრად უფრო მეტ სარგებელს მოუტანს, ვიდრე ზიანს", - ამბობს აბრამიშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები