სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" ოთხი პროდასავლური პარტიის ლიდერების კონსულტაციები დასრულდა. ყველა თანხმდება, რომ ერთობა არის და ბრძოლა გაგრძელდება. ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ რომ ქვეყანას ბიძინას არ დაუთმობენ.
ზურაბ ჯაფარიძე [„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი]: ბრძოლა გრძელდება. ახლა არის გადატეხვაზე, ვის შეეშინდება და საით გადატყდება.არავინ გაჩერებას არ აპირებს.სულ რომ ყველანი დაგვიჭირონ, ბრძოლა უნდა გააგრძელოთ.
გიორგი ვაშაძე [ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობ]: ძალადობის ახალ ეტაპს, რასაც ჩვენ ველოდით თვითმარქვია რეჟიმის მხრიდან, ვუპირისპირებთ ერთიანობას. დავიცავთ ყველა ახალგაზრდას ყველა მექანიზმით. დარწმუნებული ვარ, საბოლოო გამარჯვებამდე მივალთ. რაც მთავარია, ჩვენ უნდა მივიდეთ იმ ნიშნულამდე, რომ არა მხოლოდ გავაგრძელოთ პროტესტი, არამედ საყოველთაო დაუმორჩილებლობა/გაფიცვა მოხდეს მთელს საქართველოში. ეს არის ჩვენი ამოცანა, რაც ყველამ კოორდინირებულად უნდა შევასრულოთ. სულ რომ ყველა დაგვიჭირონ, მზად უნდა ვიყოთ, ბრძოლა ბოლომდე მივიყვანოთ.
მამუკა ხაზარაძე [კოალიცია „ძლიერი საქართველოსთვის“]: „გეგმა არის ერთი - სრული დაუმორჩილებლობა „ქართული ოცნების“ რუსულ რეჟიმს. ამ ქვეყანას არავის დავუთმობთ. მინდა, გითხართ, რომ არის სრული ერთობა, რათა საქართველო ბიძინა ივანიშვილს უკან, რუსეთში არ გავატანოთ. ეს ნიშნავს იმას, რომ ბრძოლას გავაგრძელებთ მშვიდობიანი მეთოდებით; არცერთი ნაიჯი არ იქნება უკან გადადგმული. გავაგრძელებთ ძალიან აქტიურ მუშაობას, რათა დავიცვათ დაზარალებული ახალგაზრდები იმ კრიმინალების მიერ, რომელთაც პოლიციის ფორმა აცვიათ. ყველაფერს გავაკეთებთ პოლიპატიმრების გათვაისუფლებსთვის. ასევე, გავაგრძელებთ ინტენსიურ მუშაობას დასავლელ პარტნიორებთან, რადგან ქვეყანაში ბიძინა ივანიშვილის ტერორია“.
თეონა აქუბარდია [პარტია „გახარია საქართველოსთვის“]: დღეს, ყველამ ვნახეთ ავტორიტარიზმის ახალი ხარისხი, რომლის გამოვლინებაც იყო პარტიების და სამოქალაქო აქტივისტების ოფისებში ჩხრეკის ჩატარება, მიუხედავად იმისა, რომ ეს აქციები არის ხალხის მიერ ორგანიზებული და ყველა ერთად ვიცავთ იმ კონსტიტუციას, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა თავზე გადაახია ქართველ ხალხს. რა თქმა უნდა, მოქმედებების ერთობლიობით, ხელახალი არჩევნების გზით, ამ ქვეყანას დავაბრუნებთ კონსტიტუციურ ჩარჩოში.