მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სულ უფრო მეტი კონსოლიდაცია და კომპანიების ყიდვა-გაყიდვა იქნება|ზურაბ ლალაზაშვილის პროგნოზი

ზურაბ ლალაზაშვილი

კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში BDO-ს აღმასრულებელი დირექტორი ზურაბ ლალაზაშვილი საქართველოში კომპანიების გაერთიანების და ყიდვა-გაყიდვის გახშირებას ელის.

ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში განაცხადა, სადაც ქართული ბიზნესის დღევანდელ მდგომარეობასა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა.

ზურაბ ლალაზაშვილის დაკვირვებით, 20256 წლის მეორე ნახევრიდან ქართულმა ბიზნესმა „ახალ რეალობაზე მორგება დაიწყო“, რაც მისი აზრით, ბუნებრივი პროცესია.

- როდესაც არის გაურკვევლობა, ბიზნესი ჯერ ფიქრობს, რა მოხდება, როგორ მოხდება და მერე იწყებს გადაწყობას, იმიტომ, რომ სხვაგვარად შეუძლებელია - მაშინ უნდა დაიშალოს. სხვათა შორის, ბიზნესმა გადაწყობა გაცილებით სწრაფად მოახდინა, ვიდრე ეს შარშან იანვარში იყო პროგნოზირებადი; ამიტომ ჩვენც ამ ბიზნესს მივყვებით ხოლმე და სწორედ ამან განაპირობა ჩემი შეფასება, რომ 2025 წელი უკეთესი იყო BDO-სთვის, ვიდრე მოლოდინი გვქონდა...

- აქტიურობენ ახალი ინვესტორები თუ არსებულები ფართოვდებიან?

- უფრო არსებული კომპანიებია... რასაც ვუყურებთ, ესენი არიან არსებული ქართული კომპანიები, რომლებიც ან რაღაც ახალს იწყებენ ან არ ჩერდებიან და აკეთებენ. ახლა ბევრი რამ ხდება და მე მგონია, რომ სულ უფრო მეტი კონსოლიდაცია იქნება - კომპანიების გაერთიანება, ყიდვა-გაყიდვა და ა.შ.

- რატომ გაქვთ ეს მოლოდინი?

- იმიტომ მაქვს, რომ როდესაც კომპანიები იზრდებიან და კონკურენცია ძალიან რთულია, გაცილებით მარტივია გაერთიანება. თუ გარკვეულ თემებს გადალახავ, ბაზარზე პოზიციების შენარჩუნება ასე უფრო ადვილია, რადგან თუ ყველასთვის არ არის ადგილი, მერე უბრალოდ ასე ხდება ხოლმე. ამას შეიძლება სხვადასხვა დრაივერი ჰქონდეს: მოთხოვნების ნაკლებობა ან ხარჯების გაზრდა, მაგრამ მგონია, რომ უბრალოდ ბევრი კომპანია საკმარისად გაიზარდა იმისთვის, რომ ეს გააკეთოს - ეს ერთი და მეორე მნიშვნელოვანი, რაც ჩვენს ბიზნესებში მოხდება: კომპანიებს, რომლებმაც საქმიანობა 90-იან წლებში ან ცოტა გვიან დაიწყეს, დაუდგებათ ე.წ. „საქსეშენის“ ანუ მემკვიდრისა და დამფუძნებლის ცვლილების თემა. ეს შეიძლება იყვნენ ოჯახის წევრები ან თუ არ სურთ, მოხდეს გაყიდვა და ა.შ. ჩვენ ამ პროცესს გარკვეულწილად ვაკვირდებით, თუმცა ეს უფრო და უფრო გამოვლინდება, ვინაიდან პირველი თაობის ბიზნესმენებს მეორე თაობა ჩაანაცვლებს - იქნება ეს ოჯახი თუ სხვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები