მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სულხან პაპაშვილის ქარის ახალმა ელექტროსადგურმა ლიცენზია მიიღო - ელექტროსისტემას მეორე სადგური შეემატა

სულხან პაპაშვილი ქარის ელექტროსადგური

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) შპს „ზემო ვინდის“ ქარის ელექტროსადგურზე ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზია გასცა. ეს ნიშნავს, რომ ქვეყნის ელექტროსისტემას ქარის მეორე სადგური დაემატა.

ქარის ელექტროსადგური კასპის მუნიციპალიტეტში მდებარეობს და მისი დადგმული სიმძლავრე 18.75 მგვტ, ხოლო საპროექტო წლიური გამომუშავება 67.20 მლნ.კვტ.სთ-ს შეადგენს.

სემეკის ინფორმაციით, შპს “ზემო ვინდის” საკუთრებაში არსებული ქარის ელექტროსადგური 3 აგრეგატისგან შედგება. თითოეული აგრეგატის დადგმული სიმძლავრეა 6.25 მგვტ.

შპს "ზემო ვინდი" 2022 წელს არის დაფუძნებული. მისი 100%-იან წილის მფლობელი ბიზნესმენი სულხან პაპაშვილია. კომპანიის ამონაწერის თანახმად, პროექტი "საქართველოს ბანკის" საკრედიტო დაფინანსებით ხორციელდება.

გარდა აღნიშნული პროექტისა, ბიზნეს რეესტრის მონაცემებით, სულხან პაპაშვილი ფლობს 50%-ის წილს კომპანია "პირველში", რომელიც შიდა ქართლში, სოფლების - უფლისციხის და შავშვების მიმდებარედ 112-მეგავატიანი ქარის ელექტროსადგურის პროექტს ავითარებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები