მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სულხან ღლონტი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

5d03a3b73ce55
BM.GE
14.06.19 17:33
1452
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი სულხან ღლონტი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე მას ამ წუთებში წარადგენს.

სულხან ღლონტი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობას 2017 წლიდან იკავებდა.

შეგახსენებთ, რომ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში მინისტრის მოადგილის კიდევ ერთი ვაკანტური ადგილია, რომელიც მას შემდეგ გათავისუფლდა, რაც აჭარის პროკურატურამ მოადგილე არჩილ ვანაძე და კიდევ ექვსი თანამდებობის პირი დააკავა. მათ უფლებამოსილების გადამეტება და საბიუჯეტო სახსრების მითვისება ედებათ ბრალად.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები