მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Summer Set Kutaisi - ინტელექტუალური სამაგიდო თამაშების კლუბი ქუთაისიდან

თამარ მესხია - პროფესიით იურისტი და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის და ქუთაისის უნივერსიტეტის სამართლის მიმართულების ლექტორია, რომელიც მეუღლესთან ერთად, ქ. ქუთაისში, საქართველოში ყველაზე დიდი (400+ თამაში) კოლექციის მქონე, ინტელექტუალური სამაგიდო თამაშების და ახალგაზრდულ კლუბს „Summer Set Kutaisi” ხელმძღვანელობს.

როგორც თათია აღნიშნავს, ყველაფერი 7 წლის წინ, მათი პირველი შვილისთვის, ადრეული ასაკიდან არაფორმალურ განათლებაზე ზრუნვით და საგანმანათლებლო-შემეცნებითი სათამაშოების ძიება-შეძენით დაიწყო. შედეგად, მეუღლესთან ერთად გაუჩნდა იდეა, რომ დაეწერათ პროექტი, რომელიც მიზნად ისახავდა, პირველ რიგში ბორდგეიმების კლუბის შექმნას და თანამედროვე ბორდგეიმების პოპულარიზაციას. დღეისათვის, კლუბის ანგარიშზეა ახალგაზრდებისთვის არაფორმალური განათლების, სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ცნობიერების ამაღლების, იმერეთის სხვადასხვა გამოწვევებისა და შესაძლებლობების თემების ირგვლივ ჩატარებული 15-მდე თემატური ტრენინგი და ვორქშოფი, სადაც ჩართული იყო 200-მდე მოზარდი და ტრენერებად მოწვეული საჯარო თუ კერძო სექტორის მოხელეები, 3 ბორდგეიმების თემატური ბანაკი, სეზონური ჩემპიონატები და ივენთები. კლუბის წევრების მიერ, ქართულად ითარგმნა და ლოკალიზდა 10-მდე ბორდგეიმი. ასევე სრულად კლუბის მიერ შეიქმნა 8 ქართული სამაგიდო თამაში.

თამარ მესხია - Summer Set Kutaisi-ს დამფუძნებელი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები