მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Super Mario 64-ის კონსოლი აუქციონზე რეკორდულ ფასად გაიყიდა

60ec45035562d
ნათია თაქთაქიშვილი
12.07.21 20:49
475
Super Mario 64-ის კონსოლმა რეკორდი მოხსნა და აუქციონზე 1.5 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ გაყიდული Super Mario 64-ის კონსოლი იშვიათი ეგზემპლარია იმ თვალსაზრისით, რომ მის მსგავს მდგომარეობაში, შესაძლოა, მხოლოდ ხუთამდე მსგავსი მოწყობილობა იყოს დარჩენილი.

აღსანიშნავია, რომ იგივე აუქციონზე ანალოგიური Super Mario 64-ის კონსოლი, რომლის რეიტინგიც 9.6 A++-ით იყო შეფასებული მხოლოდ 13,200 აშშ დოლარად გაიყიდა.

ცნობისთვის, Super Mario-ს ვიდეოთამაშებმა მსოფლიოში პოპულარულობა 1996 წლიდან მოიპოვა. ის წლების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ვიდეოთამაში იყო მომხმარებლებს შორის.