მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Superflex - ავტომობილის ფლობა ვალდებულებების გარეშე

BM.GE
18.10.22 10:20
296
ავტომობილების გაქირავების მსოფლიოს წამყვანი კომპანია, Europcar-ი მომხმარებლებს მანქანის ფლობის განსხვავებულ და ინოვაციურ მოდელს სთავაზობს. საუბარია მანქანის ქირაობის სრულიად ახალ და უნიკალურ მოდელზე, Superflex-ზე, რომელიც კომპანიამ ქართულ ბაზარზე ცოტა ხნის წინ შემოიტანა. როგორც წესი, ახალი ავტომობილის ყიდვისას, მომხმარებელი დილემის წინაშე დგება: საბანკო ან სალიზინგო ვალდებულება აიღოს ან ავტომობილის საყიდლად საჭირო თანხა ერთიანად მოაბილიზოს. აი, სწორედ ამ პროცესების თავიდან არიდების საშუალებად შეიქმნა Europcar-ის უახლესი პროდუქტი, Superflex-ი, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, სასურველი ავტომობილით ან ავტომობილებით, მისთვის მისაღები პერიოდით ისარგებლოს, ყოველგვარი ზედმეტი ვალდებულებების გარეშე. ამისთვის, მომხმარბელს მხოლოდ შესაბამისი პაკეტის ყოველთვიური საფასურს გადახდა მოუწევს. ზოგადად ავტოსაბსქრიფშენი არ არის ახალი ტერმინი და მოდელი მსოფლიოსთვის, თუმცა ის სიახლეა ქართულ ბაზარზე. Auto subscription თანამედროვე და ინოვაციური მიდგომაა, რომელიც ცვლის ავტომობილის შეძენისა თუ მოხმარების ტრადიციულ გზებს და მომხმარებელს გაფართოებულ საშუალებებს სთავაზობს.

სანდრო საყვარელიძე - Europcar Georgia-ს დირექტორი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები