მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სუპერმარკეტების ქსელმა "ნიკორა ტრეიდმა" 25 მილიონი ლარის ობლიგაციები გამოუშვა

BM.GE
14.09.18 18:36
1451

სუპერმარკეტების ქსელმა „ნიკორა ტრეიდმა“ 25 მილიონი ლარის ობლიგაციები გამოუშვა და ამასთან, ეს კომპანიის მიერ ლარში გამოშვებული პირველი საჯარო ობლიგაციაა. ობლიგაციების გამოშვებისა და საქართველოს საფონდო ბირჟაზე განთავსების პროცესში ჩართული იყო თიბისი ბანკის შვილობილი საბროკერო კომპანია თიბისი კაპიტალი და EBRD - ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი. უნდა ითქვას ისიც, რომ ტრანზაქცია ამ პერიოდისათვის ყველაზე მსხვილი გარიგებაა ლარის კორპორაციული საჯარო ობლიგაციის სეგმენტში.

სტუმრები: ბრუნო ბალვანერა - EBRD, რეგიონული დირექტორი
გოგა თხელიძე - თიბისი ბანკი; გენერალური დირექტორის მოადგილე

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები