მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სურამი-ბორითის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

რიკოთი
19.01.25 11:51
1322

სურამის სატრანსპორტო კვანძი-ბორითის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, თოვის გამო აკრძალული იყო საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ133-კმ162 (სურამის სატრანსპორტო კვანძი-ბორითი) მონაკვეთზე
მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები