საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, სურამის კვანძი-სოფ. ხევის მონაკვეთზე მოძრაობა დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის.
"ძლიერი თოვის, ქარბუქისა და შეზღუდული ხილვადობის გამო, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ132- კმ150 (სურამის კვანძი - სოფ. ხევი) მონაკვეთზე, როგორს დასავლეთის, ისე აღმოსავლეთის მიმართულებით, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით იზღუდება.
ამავე გზის კმ150-158 (ოკამი ბორითი) მონაკვეთზე დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. მეტეოროლოგიური პირობების გაუმჯობესებისთანავე, მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღნიშნულ მონაკვეთზე აღდგება", - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.