მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სურამში ყოფილი სანატორიუმის ტერიტორიაზე ახალი სასტუმრო მოეწყობა

5ad6056ab651c
BM.GE
17.04.18 19:20
2217
დაბა სურამში, ჩუმათელეთში მდებარე ყოფილი სანატორიუმი „ფოლადის“ ტერიტორიაზე, ახალი სასტუმრო-კომპლექსი მოეწყობა. სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ აღნიშნული უძრავი ქონება, პროექტი „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში, პირობებიან ელექტროუნლ აუქციონზე 895 000 ლარად გაყიდა.

აუქციოინის პირობების მიხედვით მყიდველი აღნიშნულ უძრავ ქონებაზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამის სასტუმრო - კომპლექსს მოაწყობს.

პროექტი „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ 2016 წლის ოქტომბრიდან მიმდინარეობს, მისი მიზანია, ინვესტორებს სასტუმრო-ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, არსებული ინფრასტრუქტურა შესთავაზოს.

დღეის მდგომარეობით, უკვე გაყიდულია 51 313 001 ლარის ღირებულების უძრავი ქონება, ხოლო სასტუმროების ასაშენებლად განსახორციელებელი ინვესტიციის მოცულობა 98 500 000 ლარს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები