მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სუროგაციის შესახებ კანონის განხილვა საგაზაფხულო სესიებზე გაგრძელდება - პარლამენტი

სუროგაცია

სუროგაციისა და ინვიტრო განაყოფიერების წესების გამკაცრების შესახებ კანონპროექტის განხილვა საგაზაფხულო სესიაზე გაგრძელდება, - ამის შესახებ bm.ge-ის პარლამენტში განუცხადეს.

მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციით, კანონის პროექტი საგაზაფხულო სესიის დაწყების შემდეგ წამყვან, ჯანდაცვის კომიტეტზე განიხილება და კანონად ქცევისთვის პროცედურები და განხილვა გაგრძელდება. პარლამენტში მეტ განმარტებას არ აკეთებენ.

შეგახსენებთ: „მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის შესახებ“ კანონით, საქართველოში აიკრძალება უცხოელი წყვილებისთვის სუროგაცია და ამ მომსახურების მიღება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის იქნება დაშვებული.

კანონის ინიციატორი ჯანდაცვის სამინისტროა. პროექტი კი, პარლამენტში 2023 წელს 19 ივნისს მას შემდეგ შევიდა, რაც ერთი კვირით ადრე პრემიერმა დააანონსა, რომ მთავრობა მუშაობს კანონპროექტზე, რომლის მიხედვით, უცხოელი წყვილებისთვის საქართველოში სუროგაცია აიკრძალება და ეს მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის იქნება დაშვებული.

პროექტი პირველ ეტაპზე დაჩქარებულად განიხილებოდა და ამოქმედების ვადად ირაკლი ღარიბაშვილი და ჯანდაცვის მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი 2024 წლის 1 იანვარს ასახელებდნენ, თუმცა კანონი ჯერ ისევ საკომიტეტო განხილვების ეტაპზეა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები