სურსათის ბანკი აპრილამდე ამოქმედდება. პირველ ეტაპზე ბანკი საპილოტედ იმუშავებს და მხოლოდ წყალტუბოში. როგორც გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მრჩეველი აცხადებს, ორი წლის მანძილზე დააკვირდებიან, რა საჭიროებები გაჩნდება და როგორ იმუშავებს სისტემა. ბანკი თავდაპირველად 1000-მდე ბენეფიციარს მოემსახურება. როგორც ირკვევა, ჰორეკა სექტორი პირველ ეტაპზე მონაწილეობას არ მიიღებს.