მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სურსათის ეროვნულ სააგენტოს დავების საბჭოში უჩივიან

5ad07e5396126
თამუნა დემეტრაშვილი
13.04.18 14:00
600
შპს ,,მანო“ სურსათის ეროვნულ სააგენტოს დავების საბჭოში უჩივის და კანონის დარღვევაში ადანაშაულებს. საუბარია სატენდერო მოთხოვნაში არსებულ ჩანაწერზე, რომელიც კომპანიის აზრით, სამოქალაქო კოდექსს არღვევს და მათ კი არჩევანის საშუალებას უსპობს. სურსათის ეროვნულ სააგენტოს დოკუმენტაციაში მითითებული აქვს, რომ ტენდერში მონაწილე კომპანიმა ბანკის მიერ გაცემული საბანკო გარანტიის დოკუმენტი უნდა წარადგინოს, თუმცა შპს "მანო“ მოითხოვს, რომ ეს ჩანაწერი შეიცვალოს და ბანკთან ერთად შესაძლებელი იყოს სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული გარანტიის წარდგენაც.

"შემსყიდველი ორგანიზაცია, დაუსაბუთებლად აწესებს უკანონო შესყიდვას, რომლითაც იზღუდება სადაზღვევო კომპანიისა და იმ მიმწოდებელთა ინტერესები, რომელთაც სურთ ტენდერში მონაწილების მიღება და სადაზღვევო კომპანიაში გახსნილი აქვთ საგარანტიო მომსახურების ხაზი.“-ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

ცნობისათვის, სურსათის ეროვნულ სააგენტოს გამოცხადებული აქვს 400 ათას ლარიანი ტენდერი, რომლითაც მსხვილფეხა საქონლის იდენტიფიკაციისთვის საყურე ნიშნების შეძენას გეგმავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები