მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სურსათის ეროვნული სააგენტო აგრარულ ბაზრებს ამოწმებს

58637557bfafb
BM.GE
28.12.16 12:15
1504
სურსათის ეროვნული სააგენტო აგრარული ბაზრების სანიტარიულ-ჰიგიენურ მდგომარეობას, სურსათის შენახვისა და რეალიზაციის პირობებს ამოწმებს.
სახელმწიფო კონტროლი მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს და მიზნად ისახავს მომხმარებელთა ინტერესების დაცვას და საკვებისმიერი ინტოქსიკაციის თავიდან აცილებას, რისი რისკიც სადღესასწაულო დღეებში განსაკუთრებით მატულობს.

2016 წლის იანვრიდან დღემდე სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ჩაატარა გეგმური ინსპექტირება საქართველოს 28 აგრარულ ბაზარში, არაგეგმურად შემოწმდა 2, გადამოწმდა 50. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, გამოვლენილი შეუსაბამობების გამო კანონმდებლობით გათვალისწინებული მითითებები მიეცა ერთ აგრარულ ბაზარს.

2016 წლის 1 იანვრიდან ძალაში შევიდა ტექნიკური რეგლამენტი - აგრარულ ბაზრებზე/ბაზრობებზე სურსათისა და ცხოველის რეალიზაციის წესთან დაკავშირებით, რომელიც არეგულირებს სურსათისა და ცხოველის რეალიზაციის პირობებს.

"რეგლამენტი მომზადდა მოსახლეობისთვის რისკების შემცირების მიზნით და მომხმარებელთა უფლებების დასაცავად, რაც ითვალისწინებს მისთვის უვნებელი სურსათის მიწოდებას და ცხოველთა გადამდები ინფექციური დაავადებებისაგან დაცვას. რეგლამენტით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობას სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტო ახორციელებს",- აღნიშნულია უწყების განცხადებაში. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები