მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სურსათის ეროვნული სააგენტო ფაროსანას საწინააღმდეგოდ მონიტორინგის პირველ ეტაპს იწყებს

5c8cb3d57a10f
თელარა გელანტია
16.03.19 12:27
1093
აზიური ფაროსანას იდენტიფიკაციისა და გავრცელების არეალის დადგენის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფები დასავლეთ საქართველოში გასვლით შეხვედრებს იწყებენ.

ამის შესახებ bm.ge-ის სეს-დან აცნობეს.

20 მარტიდან ფიტოსანიტარები და მონიტორინგის ჯგუფის წევრები საკარმიდამო ნაკვეთებს, თხილის ფართობებს, საცხოვრებელ შენობებს დაათვალიერებენ, აპრილიდან კი, დაიწყება სპეციალური ფერომონების დამონტაჟება, რომლის მეშვეობითაც დადგინდება მავნებლის რაოდენობა და გავრცელების არეალი.

მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებების დაწყების ზუსტი თარიღი და დასამუშავებელი ტერიტორიების არეალი უკვე მონიტორინგის შედეგების საფუძველზე განისაზღვრება.
გასვლითი შეხვედრების გეგმები და მავნებლის წინააღმდეგ დაგეგმილი ღონისძიებები მონიტორინგის ჯგუფის წევრებს საკოორდინაციო მართვის ცენტრის ხელმძღვანელმა ლაშა შალამბერიძემ გააცნო.

„პირველ ეტაპზე დაგეგმილია სურსათის ეროვნული სააგენტოს ფიტოსანიტარებისა და მონიტორინგის ჯგუფების გასვლითი შეხვედრები და საკარმიდამო ტერიტორიების დათვალიერება. მეორე ეტაპი მოიცავს ფერომონების სადგურების დამონტაჟებას, რაც ნათელ სურათს მოგვცემს, თუ სად და როგორ დავიწყოთ ღონისძიებები. მავნებელთან ბრძოლაში უმნიშვნელოვანესია ყველა რგოლის - მოსახლეობის, ფერმერების, ადგილობრივი თვითმართველობების ჩართულობა, რაც ხელს შეუწყობს მავნებლის პოპულაციის შემცირებას და თავიდან აგვაცილებს ეკონომიკურ ზარალს", - განაცხადა ლაშა შალამბერიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები