მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სურსათის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს

5ad8684003a0a
BM.GE
19.04.18 13:52
1300
სურსათის ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტების მიერ რეკომენდებულია ბიფენტრინის ჯგუფის პრეპარატები („ინსაკარი“, “ტალსტარი“, „ზონდერი”, „თეიკ ოფი” და სხვ.), რომლებიც მრავალ ქვეყანაშია აპრობირებული.

ბიფენტრინის ჯგუფის პრეპარატები გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო კულტურების მავნებლებისგან დაცვის მიზნით.

"სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულია რეკომენდაციები და ინსტრუქცია მცენარეთა დაცვის საშუალებების, პესტიციდების მოხმარების და უსაფრთხოების წესების დაცვის შესახებ.

დაუშვებელია სასოფლო-სამეურნეო პრეპარატების გამოყენება დახურულ საცხოვრებელ სივრცეში, ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გარეშე. პესტიციდის არასწორმა გამოყენებამ შესაძლებელია გამოიწვიოს ინტოქსიკაცია, თუმცა, ადამიანის ლეტალობის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ლეტალური შედეგის დადგომა შესაძლებელია გამოიწვიოს უსაფრთხოების წესების უხეშმა დარღვევამ, როგორიცაა პრეპარატის გადაყლაპვა, დალევა.

საცხოვრებელ სახლებში მავნებლის განადგურება უნდა მოხდეს მექანიკური საშუალებებით და იმ პრეპარატებით, რომლებსაც რეკომენდაციას უწევს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი.

წამლობა წარმოადგენს აზიური ფაროსანასგან სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაცვის და ეკონომიკური ზიანის თავიდან აცილების აუცილებელ ღონისძიებას", - განმარტავენ სეს-ში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები