მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დაუდგენელი წარმომავლობის ხორცი აღმოაჩინა

593e391b8aa40
BM.GE
12.06.17 10:46
912
სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის სპეციალისტებმა აგრარული ბაზრები და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ხორცის საბითუმო სარეალიზაციო ობიექტები შეამოწმეს.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, შემოწმების შედეგად სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დაუდგენელი წარმომავლობის ხორცი აღმოაჩინა.

"შემოწმების შედეგად სააგენტომ ერთ ტონამდე დაუდგენელი წარმომავლობის ხორცი აღმოაჩინა, რომელსაც არ ახლდა ვეტერინარული მოწმობა „ფორმა N2“. დარღვევებისთვის 3 ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა. დაუდგენელი წარმომავლობის ხორცი ამოღებულია რეალიზაციიდან და სურსათის ეროვნული სააგენტოს ზედამხედველობით განადგურდება“, - აღნიშნულია სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები