მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ რუსთავში მოსწავლეთა ინტოქსიკაციის ფაქტზე მოკვლევა დაიწყო

5cd561ae1a5e2
BM.GE
10.05.19 15:31
665
სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს ინსპექტორებმა რუსთავის მე-15 საჯარო სკოლაში 16-მდე მოსწავლის ინტოქსიკაციის ფაქტზე მოკვლევა დაიწყეს. სკოლის ბუფეტში ტარდება არაგეგმური ინსპექტირება, აიღებენ სურსათის ნიმუშებს, რომელთა კვლევა ჩატარდება აკრედიტებულ ლაბორატორიაში. ლაბორატორიული კვლევის შედეგებს სააგენტო მიღებისთანავე გაასაჯაროებს.

რუსთავის საჯარო სკოლაში ერთბაშად 15 მოსწავლე მოიწამლა. როგორც ცნობილი გახდა, ბავშვებმა სკოლის ბუფეტში ლობიანი ჭამეს, რაც მათი ინტოქსიკაციის მიზეზი გახდა. მოსწავლეები საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ისინი მალევე გაწერეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები