მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისში ერთ-ერთ საშაურმეს საწარმოო პროცესი შეუჩერა

646f30504d99f
BM.GE
25.05.23 13:49
2298
სურსათის ეროვნულმა სააგენტოს ინფორმაციით, ერთ-ერთ საშაურმეს საწარმოო პროცესი შეუჩერეს.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნულილ, სააგენტოში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან შევიდა შეტყობინება ტრიქინელოზის დადასტურებული შემთხვევის შესახებ.

"სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის უფლებამოსილმა პირებმა სახელმწიფო კონტროლი განახორციელეს საშაურმეში „ბალუ“ (შპს „მწვადის შაურმა 2018“, ს/კ438730928, მის: ქ. თბილისი, გლდანის რაიონი „ა“ მ/რ, კორპ.58-ის მიმდებარედ).

არაგეგმური ინსპექტირებისას, გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები, სურსათის ეტიკეტირებისა და მიკვლევადობის წესის დარღვევა და სხვა. შპს „მწვადის შაურმა 2018-ს“ შეუჩერდა საწარმოო პროცესი კრიტიკული შეუსაბამობების აღმოფხვრამდე და საქმიანობა -ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციამდე; ასევე, საშაურმეს მიეცა მითითება, აღკვეთოს არასათანადოდ ეტიკეტირებული სურსათის ბაზარზე განთავსება და რეალიზაცია, სანამ არ მოახდენს სურსათის ეტიკეტირებას კანონმდებლობის შესაბამისად. ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა 1000 ლარით.

სურსათის ეროვნული სააგენტო განაგრძობს საშაურმეში გამოყენებული ნედლეულის - ბასტურმის პარტიისა და გაყინული ღორის ხორცის იდენტიფიცირებას.

ტრიქინელოზი არის დაავადება, რომელიც ადამიანს შესაძლოა დაემართოს მიკროსკოპული პარაზიტით, ტრიქინელათი ინფიცირებული ცხოველების (ღორი, სხვა გარეული ცხოველი და ცხენი) უმი ან არასაკმარისი თერმული დამუშავების ხორცის საკვებად მიღებისას. ხორცის დამარილება, შებოლვა და გაშრობა პარაზიტს არ კლავს", - აღნიშნულია სეს-ის განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები