სურსათის სააგენტო ნახევარი მილიონი ლარის თურქულის ვაქცინას შეიძენს
თამუნა დემეტრაშვილი
29.05.18 16:34
• 573
სურსათის ეროვნული სააგენტო 477 ათასი ლარის თურქულის საწინააღმდეგო ვაქცინას შეიძენს. უწყებამ შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა. ტენდერის ფარგლებში გათვალისწინებულია 735 000 დოზა ვაქცინის შეძენა მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონლისთვის და მისი ვარგისიანობა მოწოდების მომენტისთვის 10 თვე უნდა იყოს. ასევე აუცილებელი მოთხოვნაა, რომ არ ჰქონდეს დაყოვნების პერიოდი რძესა და ხორცში. სატენდერო წინადადებების მიღება 8 ივნისს სრულდება.