მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სურსათში აღმოჩენილი დარღვევების გამო დაწესებული ჯარიმები და სანქციები შესაძლოა, გადაიხედოს

5c9fa59eb292f
თათია ჩაფიჩაძე
31.03.19 10:50
703
სურსათში აღმოჩენილი დარღვევების შემთხვევაში, ბიზნესოპერატორებისათვის დაწესებული ჯარიმები და სანქციები შესაძლოა, გადაიხედოს. ამის შესახებ "საქმიანი დილის" ეთერში სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელმა ვასილ ბასილაძემ განაცხადა.

"ჩემი ინფორმაციით, აგრარულ საკითხთა კომიტეტში იყო ჯარიმების და სანქციების საკითხი დასმული და საკანონდებლო ორგანო ამასთან დაკავშირებით კონსულტაციებს გადის, მუშაოებენ და დაველოდოთ მათ გადაწყვტილებას", -განაცხადა ბასილაძემ.

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტორებმა გასული კვირის ბოლოს ხორცის 6 საბითუმო სარეალიზაციო ობიექტები შეამოწმა, საიდანაც ოთხში დარღვევები იქნა გამოვლენილი. მათგან ორ ბიზნესოპერატორთან – შპს "დადუ"–სა და შპს "ინა"–ში დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები, რაც არსებული კანონდებლობით საწარმოო პროცესის შეჩერებას და ობიექტის 1000 ლარით დაჯარიმებას გულისმხობს.

ამასთან აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი ობიექტში ბოლო 12 თვის განმავლობაში შეუსაბამობები მეორედ გამოვლინდა, აღნიშნული ბიზნესოპერატორი კი 3000 ლარით დაჯარიმდა.

"ჯამურად 14 000 რესგირტრირებული ბიზნესოპერატორია და მათი წლიურად შემოწმება წარმოდგენელია, ამიტომაც ეს ხდება რისკების შეფასების საფუძველზე წლიური გეგმის ფარგლებში. ხორცი მაღალი რისკის სურათის კატეგორიაშია და ამიტომ უფრო ხშირად ვამოწმებთ. თუმცა რაც შეეხება რესურსს, უკეთესი იქნებოდა თუ მეტი ადამიანური რესურსი ექნებოდა სააგენტოს", - განაცხადა ბასილაძემ.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები