FAO-ს გლობალური ინფორმაციისა და ადრეული გაფრთხილების სისტემის (GIEWS) ფარგლებში მომზადებული მოსავლის პროგნოზისა და სურსათის მდგომარეობის შესახებ უახლესი ანგარიშის მიხედვით, მსოფლიოს 45 ქვეყანა სურსათის მიმართულებით საგარეო დახმარებას საჭიროებს.
როგორც FAO წერს, 45 ქვეყანაში შიმშილის შემაშფოთებელი მდგომარეობის მთავარი მიზეზი სურსათზე ადგილობრივად მომატებული ფასებია, რაც FAO-ს სურსათის ფასების ინდექსის მაჩვენებლისგან განსხვავდება. ამ ქვეყნებს შორისაა უკრაინა, ვენესუელა, 33 ქვეყანა აფრიკის კონტინენტიდან და 9 – აზიიდან.
ანგარიშის მიხედვით, თუ 2023-ში მსოფლიო მარცვლეულის წარმოების 1.1 პროცენტით გაზრდა ივარაუდება წინა წელთან შედარებით, იგივე მაჩვენებელი დაბალი შემოსავლის, სურსათის დეფიციტის მქონე ქვეყნებში (LIFDCs), 44 ქვეყანაში, შემცირდება, რაც იმპორტის საჭიროებს გაზრდის.
კვარტალურ ანგარიშში მოცემულია დეტალური ინფორმაცია სურსათის უსაფრთხოებისა და ფასების ტრენდის შესახებ, რაც, ამ მხრივ, მოწყვლად ქვეყნებში მოსახლეობაზე აისახება.

























