მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სუს-ის უფროსი ჩინეთში უსაფრთხოების ფორუმში მიიღებს მონაწილეობას

გეკა გელაძე

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გელა გელაძე დელეგაციასთან ერთად, ჩინეთის ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. სუს-ის ინფორმაციით, ის ჩინური მხარის ოფიციალური მიწვევით, გლობალური საზოგადოებრივი უსაფრთხოების თანამშრომლობის ფორუმში მონაწილეობს, რომელიც ქალაქ ლიანიუნგანგში იმართება.

2026 წლის ფორუმის ფარგლებში, მსოფლიოს 100-ზე მეტი ქვეყნიდან მიწვეული მაღალი რანგის სტუმრები გლობალური ტურბულენტური გარემოს ფონზე საზოგადოებრივი უსაფრთხოების მმართველობის საკითხებს განიხილავენ.

ღონისძიებაში მონაწილეობენ სხვადასხვა ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურებისა და სამართალდამცავი უწყებების ხელმძღვანელი პირები.

კონფერენციის გახსნამდე, გეკა გელაძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრ ვანგ სიაოხუნგთან ერთად, გლობალური ფორუმის ფარგლებში გამართულ საზოგადოებრივი უსაფრთხოების ტექნოლოგიების რიგით მე-3 გამოფენას ეწვია და უსაფრთხოების თანამედროვე ტექნოლოგიებს გაეცნო. გამოფენას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საზოგადოებრივი
უსაფრთხოების პირველმა კვლევითმა ინსტიტუტმა უმასპინძლა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები