მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სუს-მა "ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის" საქმიანობის შესწავლა დაიწყო

5b75660a13ffd
თელარა გელანტია
16.08.18 15:53
1259
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებას ავრცელებს, რომელსაც BM.ge უცვლელად გთავაზობთ.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ, შესაძლო დანაშაულის გამოვლენის მიზნით, ააიპ „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის, ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრი“-ს საქმიანობის შესწავლა დაიწყო“, - ნათქვამია სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის: ამჟამად ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. პროექტის ჯამური ბიუჯეტი 12 მლნ ლარია და მას მთლიანად მუნიციპალური განვითარების ფონდი აფინანსებს.

სამუშაოები მოიცავს როგორც - დენდროლოგიურ, ასევე ინფრასტრუქტურულ - ნაწილს, ბილიკების აღდგენას, პარკის წყალმომარაგებას, ადმინისტრაციული შენობის განთავსებას და სხვა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს.

მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციითვე, ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციის პროექტირებისთვის თანხები ფონდმა „ქართუმ“ გამოყო, მაგრამ თანხის ოდენობის დასახელებისგან ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილის ფონდში თავს იკავებენ.

ზუგდიდში ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაცია 2019 წლის ზაფხულში უნდა დასრულდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები