მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სუსის იზოლატორში სხვა უწყებების მიერ დაკავებულ პირებსაც მოათავსებენ - დადგენილება

სუს

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, მამუკა მდინარაძემ, ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლითაც დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის სამმართველოს ფუნქციები ფართოვდება. ცვლილება, რომელიც ძალაში 2025 წლის 4 ნოემბრიდან შევიდა, სუსის იზოლატორში სხვა უწყებების მიერ დაკავებული პირების განთავსების შესაძლებლობასაც ითვალისწინებს.

განახლებული რედაქციის მიხედვით, სუსის დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის სამმართველოს ფუნქციას წარმოადგენს:

„საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში დანაშაულის ჩადენისათვის დაკავებულ პირთა, ასევე საჭიროების შემთხვევაში, სამსახურთან შეთანხმებით, სხვა სახელმწიფო ორგანოს საგამოძიებო ქვემდებარეობას მიკუთვნებული დანაშაულის ჩადენისათვის დაკავებულ პირთა დროებითი მოთავსების იზოლატორში მოთავსება და მათი უფლებების დაცვაზე მონიტორინგის განხორციელება.“

აღსანიშნავია, რომ წინა რედაქცია მხოლოდ „სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში დანაშაულის ჩადენისათვის დაკავებულ პირთა“ დროებით მოთავსებას ითვალისწინებდა.

ეს ცვლილება სუსის იზოლატორს საშუალებას აძლევს, რომ აჭიროების შემთხვევაში და უწყებასთან შეთანხმებით, მიიღოს და განათავსოს იმ პირები, რომლებიც სხვა სამართალდამცავი თუ საგამოძიებო ორგანოს ქვემდებარეობით არის დაკავებული.

.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები