მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სუსმა გელა გელაძისა და ცოტნე ივანიშვილის სახელის გამოყენებით თაღლითობის ბრალდებით ყოფილი ძალოვანი დააკავა

სუს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, გელა გელაძისა და „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის შვილის, ცოტნე ივანიშვილის სახელის გამოყენებით 11 300 ლარის მოტყუებით დაუფლების ბრალდებით ერთ-ერთი ძალოვანი სტრუქტურის ყოფილი თანამშრომელი დააკავეს.

ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები სუსის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ჩაატარა.

უწყების ინფორმაციით, დაკავებული ერთ-ერთი ძალოვანი სტრუქტურის ყოფილი თანამშრომელია.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული პატიმრობაში მყოფი პირების ოჯახის წევრებს საპატიმრო დაწესებულებიდან გათავისუფლებასა და შემდგომში საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ჰპირდებოდა. ამ პროცესში მან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, გელა გელაძისა და „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის შვილის, ცოტნე ივანიშვილის სახელი გამოიყენა.

დაპირების სანაცვლოდ, ყოფილმა ძალოვანმა ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი ორი ბრალდებული პირის ოჯახის წევრებისგან, მოტყუებით, სხვადასხვა დროს ჯამში 11 300 ლარი აიღო.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დიდი ოდენობით თაღლითობას გულისხმობს.

აღნიშნული მუხლი სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები