მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სვანეთის სივრცითი მოწყობისა და მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მუშაობა 2018 წელს დასრულდება

58fc85d5d98e6
BM.GE
23.04.17 14:40
1512
სვანეთის სივრცითი მოწყობისა და მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მუშაობა 2018 წელს დასრულდება. გეგმაზე კომპანია „გეოგრაფიკი“ მუშაობს. გეგმაში შედის ეკონომიკური მიმართულების ყველა დარგი. ამ ეტაპზე კვლევითი მუშაობა დასრულებულია.

გეოგრაფიკის ხელმძღვანელი გიორგი გოძირიძე „საქმის კურსთან“ საუბრისას ამბობს, რომ გეგმაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ტურისტული მიმართულებების განვითარებას, მათ შორის ახალი მარშრუტების კუთხით.

„ვცდილობთ მაქსიმალურად საინეტერსო ტურისტული შესაძებლობები გამოვავლინოთ, - მხოლოდ და მხოლოდ გარემოს წონასწორობის, კულტურული ლანდშაფტის ადგილობრივი ეთნო-ეკოლოგიური გარემოს შენარჩუნების და განვითარების მიზნით და არა ამის საწინააღმდეგოდ.

ეს იქნება საურთიერთებო საფუძველი ცენტრალურ, ადგილობრივ ხელისუფლებას, ადგილობრივ მოსახლეობასა და ბიზნესს შორის. დოკუმენტის დატკიცების შემდეგ, ყველა მხარე იქნება ვალდებული გაყვნენ დაგეგმილ გეგმას.

ეს დოკუმენტი ადგილობრივი მოსახლეობისთვის კეთდება, რადგან ისინი უნდა გამდიდრდნენ და გახდნენ ბიზნესმენები, თუმცა არა პირდაპირი გაგებით. მათ თუნდაც ტურიზმით და სოფლის მეურნეობით უნდა გაიმდიდრონ ცხოვრება.

არსებობს სხვადასხვა ტიპის ბიზნესები, მათ შორის არის კონფლიქტები და ამ კონფლიქტებს სივრცით დაგეგმარების დოკუმეტში განვსაზღვრავთ. ამოსავალი წერტილი იქნება, ის რომ ყველაფერი განვითარედეს გარემოს წონასწორობის, კულტურული ლადშაფტის, ადგილობრივი ეთნო-ეკოლოგიური გარემოს შენარჩუნების და განვითარების მიზნით“, - ამბობს გიორგი გოცირიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები