როგორ უნდა განვითარდეს სვანეთში ტურიზმი - დღეს პროექტ GRETA-ს ფარგლებში, ტურიზმის განვითარების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა წარადგინეს. დოკუმენტი შექმნილია ტურიზმის მდგრადი განვითარების საჭიროებებისა და ქმედებების განსასაზღვრად და წარმოადგენს გზამკვლევს ტურისტული ინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის, მუნიციპალური და ეროვნული დაინტერესებული მხარეებისთვის, სვანეთის DMO-სთვის და განვითარების სააგენტოებისთვის.