მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სვანეთში ფრირაიდ მსოფლიო ტურის ფინალური ეტაპისთვის მზადება უკვე დაიწყო

სვანეთში ფრირაიდ მსოფლიო ტურის ფინალური ეტაპისთვის მზადება უკვე დაიწყო
18.12.23 17:39
452

ადგილობრივი სამთო - სამაშველო სამსახური და სამთო გიდები საზვავე კონტროლის და სათხილამურო არეალის უსაფრხთოების წვრთნებს უცხოელ ექსპერტებთან ერთად გადიან.

2024 წლის 1- 7 მარტს სვანეთში ფრირაიდის მსოფლიო ტურის ფინალური ეტაპი გაიმართება თხილამურის და სნოუბორდის დისციპლინებში, რომლისთვისაც ორგანიზატორებმა და მხარდამჭერმა ორგანიზაციებმა უკვე დაიწყეს საკოორდინაციო სამუშაოები.

სვანეთში ფრირაიდის მსოფლიო ტურნირის ეტაპის ჩასატარებლად კონკრეტული მთა - თეთნულდი შეირჩა, რომელიც წარმოადგენეს სათხილამურო ზონას - კლასიკური მაღალმთიანი ტერიტორიით და მოიცავს სხვადასხვა ექსპოზიციის ძალიან ფართო ალპურ ფერდობებს ზვავსაშიშროების რისკით. შესაბამისად, შეჯიბრისათვის ზვავსაშიშროების პრევენციის სისტემის გაუმჯობესებისა და სათხილამურო დაშვების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მთის ტრასების სააგენტომ, USAID ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით, საქართველოში ჩამოიყვანა ფრანგულ კომპანია STEM, რომელმაც თეთნულდის სათხილამურო ზონისთვის სპეციალურად შემუშავებული სასწავლო კურსი ჩაატარა ადგილობრივი სამაშველო და მეზვავეთა სამსახურისთვის და სერტიფიცირებული გიდებისთვის. ზვავის პრევენციის სასწავლო კურსი წარმატებით განხორციელდა 12-17 დეკემბერს, რომელსაც 4 საერთაშორისო ტრენერი უძღვებოდა და სვანეთის რეგიონიდან 14 მონაწილე დაესწრო.

„USAID ის პროგრამა, სხვა პარტნიორებთან ერთად, 2019 წლიდან არის მთავარი ინიციატორი სვანეთი გახდეს მსოფლიო დონის სპორტული შეჯიბრების მასპინძელი მხარე. ფრირაიდი ამ თვალსაზრისით, უნიკლაურ შესაძლებლობას იძლევა მოიზიდოს მოყვარული და პროფესიონალი ათლეტები, გამოცადონ საკუთარი შესაძლებლობები კავკასიის ფერდებზე და სწორედ ამით გახადონ ცნობილი ეს მხარეს მილიონობით მიმდევარისთვის მთელს მსოფლიოში. USAID ის პროგრამის მხარდაჭერით, 2019 წლიდან ეტაპობრივად ტარდებოდა ფრირაიდის ტესტირებები და საკვალიფიკაციო შეჯიბრებები და საბოლოოდ შესაძლებელი გახდა სვანეთში თეთნულდზე ფრირაიდის მსოფლიო ტურის ფინალური ეტაპის ჩატარება. ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, თუმცა ავადროულად დიდი შესაძლებლობაც სვანეთისთვის და საქართველოსთვის წარმოჩნდეს როგორც ერთ - ერთი თანასწორი პარტნიორი ისეთ ცნობილ ლოკაციებთან ერთად როგორიც არის შამონი, ვერბიე, ჰაკუბა, ვისტლერი და ასშ. უსაფრთხოება ამ შეჯიბრებისთვის მთავარი ფაქტორია და სწორედ ამიტომ კადრების მომზადება და ტექნიკური საშუალებების არსებობა არის გადამწყვეტი წინაპიორობა შეჯიბრების ხარისხიანად ჩატარებისთვის და სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა აღნიშნული Avalanche საზვავე ტრენინგი სვანეთში“ - აღნიშნა ვანო ვაშაყმაძემ, USAID - ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ტურიზმის მიმართულების ხელმძღვანელი.

„ძალიან ნაყოფიერი ტრენინგი გამოვიდა და ძალიან დროული ინიციატივა იყო, რომელშიც სერტიფიცირებული გიდებიც ვართ ჩართულები, რადგან წელსაც აქტიურად ვემზადებით ფრირაიდის მსოფლიო ტურის უსაფრთხოდ ჩასატარებლად. აღნიშნული ტრენინგი აუცილებელი პირობაა მსგავსი დონის შეჯიბრების მოწყობისთვის, რადგან ბევრი მუშაობაა საჭირო იმისთვის რომ ადგილზე გადავწყვიტოთ ფერდებზე ჩასატარებელი პროცედურები, შევამციროთ ზვავის მოწყვეტის რისკები და მოხდეს შეჯიბრისთვის და მისი უსაფრთხოებისთვის ყველა დეტალის შესწავლა და რისკების მინიმალიზაცია. - ამბობს ნიკო ფალიანი, სერტიფიცირებული გიდი და Avalanche კურსის მონაწილე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები