მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სვანეთში ზამთრის სეზონის გახსნისთვის, სავარაუდოდ, 226 ათასი ლარი დაიხარჯება

5c054348675cd
თამუნა დემეტრაშვილი
03.12.18 18:40
838
სვანეთში ზამთრის ტურისტული სეზონი 22 დეკემბერს საზეიმო ღონისძიებით გაიხსნება.

ღონისძიებას ორგანიზებას ტურიზმის ადმინისტრაცია უწევს, რისთვისაც უწყება 226 ათასი ლარის ღირებულების მომსახურებაზე გამარტივებული შესყიდვის უფლებას ითხოვს.

ღონისძიებების ფარგლებში გაიმართება ცეცხლოვანი შოუ, კოსტიუმირებული დრამერების შოუ, იმუშავებენ ანიმატორები, ასევე, იმღერებს მომღერალი სტეფანე მღებრიშვილი.
სეზონის საზეიმო გახსნაზე მოსული სტუმრებისთვის ფურშეტიც მოეწყობა.

შესყიდვის დოკუმენტაციაში მენიუც გაწერილია: 300 ჰოთ-დოგი, ამდენივე მინი ბურგერი, 150-150 მინი ხაჭაპური, კუბდარი და ლობიანი, ყავა, ჩაი, გლინტვეინი, სპირტიანი სასმელები და წვენები. ამავე დოკუმენტაციის მიხედვით, მენიუ 250-მდე სტუმარზეა გათვლილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები