სვანური მარილის მწარმოებელი კომპანია "ზესხო" სერიულ წარმოებას იწყებს
სვანური მარილის მწარმოებელი კომპანია "ზესხო" სერიულ წარმოებას იწყებს. როგორც "ბიზნესკონტრაქტს" კომპანიის ხელმძღვანელმა გიორგი ალავიძემ განუცხადა, ამჟამად მცხეთაში მდებარე საწარმოს რემონტი მიმდინარეობს და კომპანია მუშაობს, რომ საწარმო ISO სტანდარტით მოაწყოს. გიორგი ალავიძის ინფორმაციით, საწარმოს მოსაწყობად გრანტი "ევროპის ფონდისგან" აიღეს. სარემონტო სამუშაოები გაზაფხულზე დასრულდება. როგორც "ზესხოს" ხელმძღვანელი განმარტავს, თანამედროვე სტანდარტების დანერგვის შემდეგ იგეგმება, რომ სვანური მარილი ექსპორტზე ევროპის ქვეყნებში გავიდეს. ამჟამად მცხეთაში მდებარე სოციალურ საწარმოში, რომელშიც რამდენიმე შშმ პირი მუშაობს, დამაზადებული მარილი რამდენიმე სავაჭრო ქსელში იყიდება.