მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"სვეტის'' დაზარალებული მენაშენეები მერიას ინვესტორის შემოყვანას სთხოვენ

5b9e679ca0bca
ელენე გოგბერაშვილი
17.09.18 10:45
2506
კომპანია "სვეტის" დაზარალებულ მენაშენეთა საინიციატივო ჯგუფი თბილისის მერის მოადგილეს, ილია ელოშვილს შეხვდა.

შეხვდრას ესწრებოდნენ ფინანსური პოლიციის წარმომადგენლებიც. როგორ ცნობილია "სვეტის" საქმეს ფინანსური პოლიცია იძიებს.

საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელმა bm.ge-ს განუცხადა, რომ რიგი ობიექტების შემთხვევაში გამოძიება უკვე დასრულებულია და საგამოძიებო სამსახური ინფორმაციას ახლო მომავალში გაასაჯაროვებს. სალომე დუნდუა აცხადებს, რომ მათ მერიაში შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დააყენეს ინვესტორის შემოყვანის საკითხი, რაშიც მერის მოადგილემ მათ დახმარება აღუთქვა.

"სვეტის" დაზარალებულ მენაშენეთა პროტესტის შემდეგ, როგორც ცნობილია, მერიამ "სვეტს" რიგი ვალდებულებებით სამშენებელო ნებართვა მისცა, თუმცა როგორც საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელი აცხადებს, კომპანიამ ეს შესაძლებლობა ვერ გამოიყენა და ობიექტების მშენებლობა ვერ განაახლა.

4000-მდე დაზარალებული მენაშენე "სვეტს" უნდობლობას უცხადებს და მას შემდეგ რაც "სვეტის" საქმეზე გამოძიება დასრულდება მერია ჰპირდებათ რომ სვეტის დაწყებულ საქმეს სხვა ინვესტორს გადააბარებენ და არცერთი მენაშენე საცხოვრებელი ფართების გარეშე არ დარჩება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები