მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სვეტის" შეჩერებულ მშენებლობებს, სავარაუდოდ, "M კვადრატი" დაასრულებს

5c126de4d66a0
თელარა გელანტია
13.12.18 19:01
2556
სამშენებლო კომპანია „სვეტის“ დაზარალებულების ნაწილი საცხოვრებელი სახლებით შესაძლოა, კომპანია „M კვადრატმა“ დააკმაყოფილოს.

ამის შესახებ bm.ge-ის „სვეტის“ დაზარალებულებმა პირად საუბრებში განუცხადეს.

მათი თქმით, საუბარია, ნუცუბიძის, ჭყონდიდელის და მირცხულავას ქუჩებზე მშენებარე „სვეტის“ ობიექტებზე.

ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, bm.ge თბილისის მერიას დაუკავშირდა, სადაც უშუალოდ ფაქტი არ დაადასტურეს, მაგრამ განაცხადეს, რომ ამ საკითხებზე თბილისის მერია კომპეტენციის ფარგლებში მსგავს შეხვედრებს ხშირად მართავს.

„M კვადრატთანაც“ გვქონდა შეხვედრა; ზოგადად, ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში, ამ ტიპის შეხვედრები ხშირად გვაქვს, როგორც დეველოპერებთან, ისე დაზარალებულებთან და კომპანიებთან, რომ დაიძრას პროცესები, მოგვარდეს პრობლემა და მოსახლეობა კუთვნილი ბინებით დაკმაყოფილდეს. ამ საკითხებს მერის მოადგილე ილია ელოშვილი კურირებს“, - განუცხადეს bm.ge-ის თბილისის მერიის პრესსამსახურში.

შეგახსენებთ, ფინანსთა სამინისტრომ საგამოძიებო სამსახურმა „სვეტის“ მენაშენეები დაზარალებულად სცნო. ხოლო სამშენებლო კომპანია „სვეტის“ ხელმძღვანელი პირები მენაშენეთა თანხების უკანონოდ მითვისების გამო დააკავეს.

თავის მხრივ, დედაქალაქის მერი სამშენებლო კომპანია „სვეტის“ მიერ დაზარალებულ მოსახლეობას დახმარებას დაჰპირდა.

სამშენებლო კომპანია „სვეტს“ 2000-მდე დაზარალებული მენაშენე ჰყავს.

ამ დროისთვის მშენებლობა თბილისში მდებარე 4 და ბათუმის 1 ობიექტზეა შეჩერებული.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები