მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Swefland-ის საინვესტიციო კონფერენცია - INVEST HUB 2022 - "შენი გზა საქართველოში ინვესტირებისთვის" გაიმართება

61c4868ae93d6
BM.GE
24.12.21 09:00
639
საინვესტიციო კონფერენცია INVEST HUB 2022, 28 დეკემბერს სასტუმრო "შერატონ გრანდ მეტეხი პალასში" გაიმართება.

საერთაშორისო კონფერენციის მიზანია, საქართველოს, როგორც საინვესტიციოდ მიმზიდველი ქვეყნის წარმოჩენა გლობალური ბიზნესისა და საერთაშორისო ინვესტორებისთვის.

2 საათის განმავლობაში, 8 სესია და მაღალი რანგის სპიკერები, გლობალურ აუდიტორიას წარუდგენენ ეკონომიკურ რეფორმებსა და საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებს 2022 წლისთვის.

ქვეყნის მთავრობის წარმომადგენლები ისაუბრებენ კონკრეტულ პროგრამებისა და თითოეული სექტორის პორტფოლიოების შესახებ. უცხოელ სტუმრებს გააცნობენ საქრთველოს ბიზნეს კლიმატს და ახალ შესაძლებლობებს საერთაშორისო ინვესტორებისთვის.

მაღალი რანგის სტუმრები ისაუბრებენ საერთაშორისო გამოცდილებაზე, განიხილავენ ტრენდებს და საქართველოს ეკონომიკურ და საინვესტიციო გარემოს. ინვესტორები გაუზიარებენ საკუთარ ინსაითებს და წარმატებულ გამოცდილებას, საქართველოს, როგორც საინვესტიციო დანიშნულების ადგილის შერჩევის შედეგად.

კონფერენცია საერთაშორისო ინვესტორებს აძლევს საშუალებას, დაამყარონ კომუნიკაცია მთავრობისა და ბიზნეს ლიდერებთან და გაცვალონ კონტაქტები სამომავლო თანამშრომლობისთვის.

კონფერენციის ფარგლებში, ინვესტორებსა და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს მოეწერება ხელი. ასევე მემორანდუმი გაფორმდება არაბ და ჩინელ ინვესტორებს შორის. ურთიერთშეთანხმების დოკუმენტს მოეწერება ხელი Swef land-ს, ჩინურ კომპანია OPLUS GROUPS, საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ REGI BASE-სა და REGI BASE Georgia-ს შორის.

კონფერენციის ინიციატორი და წარმდგენია Swefland Group, ორგანიზატორი კი „კულტურათაშორისი კომუნიკაციის ცენტრი“ და ის მიზნად ისახავს ევროპის, ჩინეთისა და არაბული ქვეყნების წინაშე საქართველოს, როგორც საინვესტიციო ჰაბის პოზიციონირებას.

ღონისძიების ორგანიზატორი Swefland group, როგორც საინვესტიციო და უძრავი ქონების წამყვანი დეველოპერი კომპანია საქართველოში, რომელიც ორიენტირებულია ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის რეგიონზე, მიზნად ისახავს 2022 წლის ტენდენციების, ახალი შესაძლებლობებისა და საინვესტიციო ლანდშაფტის გაცნობასა და საქართველოს, როგორ რეგიონალური ჰაბის წარდგენას ინვესტორებისთვის.

ღონისძიება ჩატარდება covid რეგულაციების სრული დაცვით.

კონფერენცია გლობალური აუდიტორიისთვის ხელმისაწვდომი იქნება ბმულზე
https://swefland.com/invest-hub-2022

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები