მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

SWIFT-დან ჩახსნა ან სექტორული სანქციები - რა დამატებით ზომებზეა მოწოდება საქართველოზე ევროპარლამენტის რეზოლუციაში?

SWIFT

დღეს, ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო, რომელშიც მათ შორის არის მოწოდება შემდგომი შემზღუდავი ზომების განხილვის შესახებ, როგორებიცაა SWIFT-იდან ჩახსნა ან სექტორული სანქციები, რომლებიც მიზნად ისახავს „ქართული ოცნების“ რეჟიმის ფინანსური ნაკადებისა და შემოსავლის წყაროების შეწყვეტას.

შესაბამისი რეზოლუცია 490 ხმით დამტკიცდა 147-ის წინააღმდეგ.

დოკუმენტი მოუწოდებს ევროკავშირს და მის წევრ სახელმწიფოებს, ორმხრივად და კოორდინირებულად დააწესონ პერსონალური სანქციები „ქართული ოცნების“ ძირითადი პოლიტიკური ლიდერების, თანამდებობის პირებისა და რეჟიმის ხელშემწყობი პირების მიმართ ბიზნესში, მედიაში, სასამართლო სისტემაში, სამართალდამცავ ორგანოებსა და საარჩევნო კომისიაში, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან დემოკრატიულ უკუსვლაზე, არჩევნების გაყალბებაზე, ადამიანის უფლებების დარღვევებსა და პოლიტიკური ოპონენტებისა და აქტივისტების დევნაზე; ასევე მოუწოდებს, რომ სანქციები გავრცელდეს საშუალო და დაბალი დონის საჯარო მოხელეებზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან რეჟიმის ოპონენტების წინააღმდეგ რეპრესიული ზომების განხორციელებაზე და შენარჩუნდეს ისინი მანამ, სანამ ქართული დემოკრატია სათანადოდ არ აღდგება.

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები