მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Swoop.ge MY.GE-ის ჯგუფს შეუერთდა და ის 2021 წლიდან კომპანიის მრავალფეროვანი სერვისების მეათე ვებ-გვერდი გახდება

6001908a392c4
BM.GE
15.01.21 16:52
877
Swoop.ge-ის გაერთიანება MY.GE-ს ჯგუფში გააჩენეს ახალ შესაძლებლობებს, როგორც Swoop-ის პარტნიორი კომპანიებისათვის, ასევე მომხმარებლებისათვის. მნიშვნელოვანია რომ პარტნიორებს გაუჩნდებათ შესაძლებლობა მომხმარებლების უფრო დიდ სეგმენტს მიწვდნენ და გააკეთონ ახალი ექსკლუზიური შეთავაზებები, ხოლო Swoop-ის ერთგული მომხმარებლები კიდევ უფრო სარფიანად შეძლებენ სასურველი მომსახურების მიღებას.

„გვიხარია, რომ თანამშრომლობა შედგა და Swoop გახდა MY.GE-ის ჯგუფის წევრი. ვფიქრობთ, ეს ძალიან კარგი დასაწყისია და ინდუსტრიის, კიდევ უფრო მეტად განვითარებისა და ერთად წინსვლისთვის. Რაც მთვარია, Swoop შეინარჩუნებს ბრენდის იდენტობას და განაგრძობს ჩვეულ რეჯიმში ფუნქციონირებას - ამბობს ნიკა ჩილინდრიშვილი MY.GE-ის საოპერაციო ლიდი და Mymarket-ის მიმართულების ხელმძღვანელი.

Swoop ფასდაკლების ვაუჩერების უნივერსალური ვებგვერდია, სადაც განთავსებულია სხვადასხვა მომსახურებისა და პროდუქტის შეთავაზებები. მომხმარებელს ვებგვერდზე მარტივად შეუძლია აღმოაჩინოს მისთვის სასურველი ფასდაკლება სხვადასხვა კატეგორიიდან და მნიშვნელოვნად შეამციროს დანახარჯი.

ათწლეულზე მეტია, MY.GE E-Comerce-ს ლიდერია საქართველოში და ის 2.2 მილიონი ვიზიტორით, ყველაზე საჭირო ადგილია ქართულ ინტერნეტში, რომელიც 9 ვებგვერდს აერთიანებს: Myauto, Myhome, Mymarket, Mystartup, Myparts, Myshop, Myads, Myjobs და Mysports. მას ამიერიდან Swoop-იც შეუერთდება, რაც მნიშვნელოვან, ახალ შესაძლებლობს მისცემს კომპანიას და შეეძლება ყოვლისმომცველი სივრცე გახდეს, სადაც უზრუნველყოფს მომხმარებელისთვის უნივერსალური ციფრული სერვისებს. MY.GE თავისი პლატფორმების მეშვეობით ქმნის მომხმარებლისთვის პერსონალურ გამოცდილებას, რათა მარტივად ნახო საშენო. ამიერიდან, ამ მიზნის ირგვლივ Swoop-იც გაერთიანდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები