მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სწორი საემიგრაციო სტრატეგია სტარტაპებისთვის აშშ-ში

BM.GE
08.06.22 12:09
612
ამერიკის შეერთებულ შტატებში მომუშავე ქართველი სტარტაპერებისთვის საემიგრაციო პრაქტიკა ორიენტირებულია ეფექტური და გრძელვადიანი იურიდიული სტრატეგიების შემუშავებაზე, სწორედ იმ გამორჩეული მიღწევების მქონე ადამიანებისთვის, ასევე ბიზნესმენებისთვის, რომელთაც ამერიკის ბაზარზე გაფართოება სურთ. მათთვის ხელმისაწვდომია როგორც არასაემიგრაციო ანუ ვადიანი ვიზები, ასევე მუდმივი ბინადრობის უფლება, ე.წ. გრინ კარტა. ამერიკული იურიდიული კომპანია ბრატერი, ქართულ და არამარტო ქართულ სტარტაპებს ეხმარება გააფართოვონ მათი ბიზნესი ამერიკაში. ამერიკის საემიგრაციო სამართალი და პოლიტიკა ორიენტირებულია ტალანტის მოზიდვაზე და იმ ადამიანებისთის შესაძლებლობების მიცემაზე ვისი საქმიანობაც ამერიკის ეკონომიკაზე დადებითად აისახება. სწორი საემიგრაციო სტრატეგია კი აუცილებელია სტარტაპების როგორც ამერიკის ბაზარზე შესვლისთვის და მათი დამფუძნებლების ლეგალურად საქმიანობისთვის, ასევე ამ კომპანიების შემდგომ ეტაპებზე გადასვლისას მომავალი განვითარებისთვის და დამატებითი უცხოელი ან ქართველი კადრების დასაქმებისთვის. 

ამერიკის იურიდიული კომპანიის, ბრატერის უფროსი მმართველი ადვოკატი ქართველი ანა ქამხაძეა, რომელიც სტარტაპებს საემიგრაციო საკითხებში სრულ იურიდიულ მხარდაჭერაში ეხმარება. ამას გარდა ქართველი ადვოკატი ეფექტურად ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ რეგულაციებს და სრულად ფლობს ინფორმაციას საქართველოში არსებული კონკრეტული ორგანიზიების თუ მედიის შესახებ, რაც ეხმარება მას ამერიკის საემიგრაციო სამსახურის მიერ მოთხოვნილი დოკუმენტაცია ქართული სტარტაპების და დამფუძნებლების შესახებ მაქსიმალურად ეფექტურად შეგროვდეს.

სტუმარი: ანა ქამხაძე - Bratter-ის იურიდიული ოპერაციების და სტრატეგიების დირექტორი და უფროსი მმართველი ადვოკატი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები