მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სწორმა აგროპოლიტიკამ მსოფლიოში თხილის დარგისადმი სანდოობა გაზარდა - დავითაშვილი

6172782e61380
ვიქტორია მღებრიშვილი
22.10.21 12:45
540
სახელმწიფოს მიერ გადადგმულმა თანმიმდევრულმა აგროპოლიტიკამ საერთაშორისო ბაზრებზე თხილის სექტორის სანდოობის ხარისხი მნიშვნელოვნად გაზარდა, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილმა შვეიცარიის კონფედერაციაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, შოკოლადის ერთ-ერთ მსხვილ საწარმოში, კამილ ბლოხის (Camille Bloch) შოკოლადის ფაბრიკაში ვიზიტისას განაცხადა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, Camille Bloch-ის ფაბრიკის მფლობელმა, დანიელ ბლოხმა მინისტრს შოკოლადის წარმოების სრული ციკლი თავად გააცნო.

აღსანიშნია, რომ კომპანიამ საქართველოში ქართული თხილის ბაღების გაშენება დაიწყო, რისთვისაც, ჯამში 15 მლნ ევრომდე ინვესტიციას განახორციელებს და სეზონურად 150-მდე ადგილობრივ მოსახლეს დაასაქმებს.

როგორც ლევან დავითაშვილმა განაცხადა, ეს იქნება მაღალტექნოლოგიური სოფლის მეურნეობის პროექტი, რომელიც ქვეყანაში დამატებით ეკონომიკურ და სოციალურ სარგებელს მოიტანს.

აღსანიშნია, რომ შვეიცარიული კომპანიის პრეზიდენტი, დანიელ ბლოხი საქართველოს სექტემბერში სტუმრობდა, რა დროსაც აღნიშნა, რომ საქართველოს თხილის წარმოების ძალიან დიდი პოტენციალი აქვს და თხილის მაღალი ხარისხით გამოირჩევა. Camille Bloch წარმომადგენლებმა ქართულ მხარესთან თხილის წარმოებაში თანამედროვე და ინოვაციური მეთოდების გამოყენების გამოცდილების გაზიარების კუთხით თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვეს.

ცნობისთვის: შვეიცარიის ქალაქ ქურთლარში არსებული Camille Bloch-ის ფაბრიკა შოკოლადის ექსპორტს მსოფლიოს უმსხვილეს ქვეყნებში, მათ შორის, გერმანიაში, ავსტრიაში, იტალიაში, საფრანგეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში ახორციელებს. პროდუქცია გამორჩეული ტექნოლოგიით, თხილით, აფრიკისა და სამხრეთ ამერიკიდან იმპორტირებული კაკაოს მარცვლისგან მზადდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები